პორტალის შესახებ

აგრარული ცოდნის პორტალი შექმნილია ფერმერებისთვის, ექსპერტებისთვის, კოლეჯებისთვის და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსებზე, სასწავლო პროგრამებზე და ამავდროულად აიმაღლონ კვალიფიკაცია ონლაინ ტრენინგ პროგრამების მეშვეობით.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია საქართველოში არსებული ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ერთ სივრცეში დარგების მიხედვით  და მოიძიონ სხვადასხვა წყაროს მიერ შექმნილი აგრარული მიმართულების  საგანმანათლებლო რესურსები.

პორტალის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაცემული გრანტის მეშვეობით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) დაფინანსებით, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი კონტრაქტის ფარგლებში.