პარტნიორების შესახებ
ტრისდორფის თანამშრომლობა აგრობიზნესისთვის ( Triesdorf Agribusiness Cooperation - TABCO)
დაფუძნებულია გერმანიის, ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ტრისდორფი) კურსდამთავრებულთა მიერ, 2015 წელს.
ორგანიზაციის საქმნიანობა, ძირითადად მოიცავს აგრობიზნესის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებს, საგანმანათლებლო რესურსების, ფერმის მენეჯმენტის მიმართულებით საექსტენციო პაკეტების შექმნას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ფერმერობის როგორც ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მისი მიზანია, საქართველოში ფერმერობა გახდეს კონკურენტული ბიზნესი.
აგრო-ბიზნეს კონსულტანტთა და ტრენერტა კავშირი (UACT)
ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა, აგრობიზნესის სექტორის მდგრადი განვითრების, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. არაფორმალურ განათლებაში ცოდნის დონის ამაღლების, გამოციდლების გაზიარების და სექტორის მიმართ წაყენებული მოთხოვენების ჭრილში შესაბამისი საინფორმაციო-საკონსულტაციო და საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება.
ბლაუენშტაინ საქართველო
ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების წარმოება; მეცხოველეობის ფერმის მართვა, ხორცის პირველადი გადამამუშავებელი საწარმოს მართვა, სპეციალიზებული ხორცის მაღაზიის მართვა, კონტრაქტორ ფერმერებთან პარტნიორობა; სწავლებების უზრუნველყოფა შემდეგ სფეროებში: ვეტერინარია, ხელოვნური განაყოფიერება, აგრონომია, ცხოველთა კვება, თივის წარმოება, საწარმოო ჰიგიენა.