პროექტის მიზნებია:
- პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყოს საქართველოში პრაქტიკაზე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით, რაც კონკურენტუნარიანს გახდის პროფესიული განათლების სტუდენტს სამუშაო ბაზარზე.
- საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და მიმზიდველობის გაზრდას როგორც სტუდენტებისთვის ასევე დამსაქმებლებისთვის.
- საგანმანათლებლო რესურსებზე, ინფორმაციასა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობა ონლაინ პლატფორმის განვითარების გზით.
პროექტის კონკრეტული ამოცანებია:
- ონლაინ საგანმანათლებლო პორტალის შექმნა, სადაც მოხდება პროფესიული განათლების სფეროში, კერძო და საჯარო განათლების პროვაიდერების მიერ, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების, ჩარჩო დოკუმენტებისა და მოდულების სისტემიზაცია და განთავსება;
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისთვის პოტენციური დამსაქმებლების (ფერმერების) განახლებადი ბაზის შექმნა ფერმერების პროფაილის ჩათვლით;
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისთვის, ფერმერი ინსტრუქტორის შერჩევა-გადამზადების მექანიზმების შექმნა და პილოტირება; გადამზადების პროგრამის სამი მიმართულების განვითარება: გამოყენებითი ფერმის მენეჯმენტი, სწავლების მეთოდიკა, დარგობრივი კომპეტენცია;
- პროგრამა მორგებული იქნება ქალი ფერმერების ან ფერმერის ოჯახის წევრი ქალების საჭიროებებზე და მათი წახალისებისთვის, რათა ისინი გახდნენ ფერმერი ინსტრუქტორები, განივითარონ სამეწარმო უნარები, ჩნაწერების წარმოების უნარები, მონიტორინგი გაუწიონ სტუდენტს ფერმაში ყოფნის დროს;
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაცემული გრანტის მეშვეობით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) დაფინანსებით, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი კომპაქტის ფარგლებში.
|